-
ავტორი
- კატეგორიები: პოლიტოლოგი დიპლომატი დოქტორი
რონდელი ალექსანდრე დავითის ძე (7.I.1942, თბილისი — 12.VI.2015, თბილისი), ქართვ. პოლიტოლოგი, დიპლომატი, გეოგრაფიის მეცნ. დოქტორი (1974). დაამთავრა თსუ-ის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკ-ტი. რ. ა.-მ სტაჟირება გაიარა: ლონდონის ეკონ. და პოლიტ. მეცნ. სკოლასა (1976 – 1977) და ვუდრო ვულსონის სახ. საზ. და საერთაშ. საქმეთა სკოლაში (პრინსტონის უნ-ტი, აშშ, 1993–1994). მოწვეული იყო პროფ. ემორის უნ-ტში (აშშ, 1991), მაუნთ ჰოლიოკ კოლეჯსა (აშშ, 1995), უილიამს კოლეჯში (1992, 1995 და 1997). იყო თსუ-ის საერთაშ. ურთიერთობათა კათედრის გამგე (1991–1996), თსუ-ის დოცენტი (1997), საქართვ. საგარეო საქმეთა სამინისტროსთან არსებული საგარეო პოლიტ. კვლევისა და ანალიზის ცენტრის დირექტორი (1997–2001). შემდგომ წლებში საქართვ. სტრატეგიისა და საერთაშ. ურთიერთობების კვლევის ფონდის პრეზიდენტი. გამოქვეყნებული აქვს სამეცნ. შრომები. მის სახელს ატარებს მის მიერვე დაარსებული საქართვ. სტრატეგიისა და საერთაშ. ურთიერთობების კვლევის ფონდი, რ-იც რონდელის ფონდის სახელითაა ცნობილი.
თხზ.: რონდელი, ალ. (1990). ქალაქის გეოგრაფია. თბ. უნ-ტის გამ-ბა; რონდელი, ალ. (2006). საერთაშორისო ურთიერთობები. თბ., ნეკერი, ISBN: 9994086685; რონდელი, ალ. (2009). პატარა ქვეყანა საერთაშორისო სისტემაში:[მონოგრაფია]. თბ., საქ. სტრატეგიისა და საერთაშორ. ურთიერთობათა კვლევის ფონდი:[ნეკერი], ISBN: 9789941404740.